Timerepublik Georgia –ს ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ჩართვით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა (2019), ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა გიორგი ჭაუჭიძემ ლექცია ,,მოხალისეობა სკოლაში“ ჩაატარა და ადრეული ასაკიდან მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ონლაინ ჩართვაზე დასწრების მსურველების მობილიზება მოხალისეობრივი პლატფორმის www.timerepublik.com -ის, ფეისბუქ გვერდის Timerepublik Georgia -ს საშუალებით და რეგიონული ჰაბების ჩართულობით განხორციელდა. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ვიდეო ჩანაწერის მნახველთა რიცხვი სისტემატურად იზრდება.
პირდაპირი ჩართვა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცე ნტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).” პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).