პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის!“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის ფორმების განხილვას და სამომავლო გეგმების დასახვას.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.