განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ინიციატივით, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საინტერესო ადამიანები განაგრძობენ მოზარდებთან შეხვედრას პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციებში.
22 ივლისს მომავლის თაობა / Momavlis Taoba • EDEC FACEBOOK გვერდზე დისტანციურ ჩართვას საინტერესო თემებით სოციალური საწარმოს “მეგობარი” დამფუძნებელი ედუარდ ფარცვანია უძღვებოდა.
ონლაინ ჩართვა სპიკერისა და მსმენელის კითხვა–პასუხის ფორმატში წარიმართა. შეხვედრაზე სპეკერმა უპასუხა მოზარდების კითხვებს: რას ნიშნავს მეწარმეობა, მეწარმეობის წარმატებული მაგალითები, სამეწარმეო საქმიანობაში წარმოქმნილი სირთულეები და ა. შ. სპიკერმა დამწყებ მეწარმეებს კვალიფიციური რჩევები მისცა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.