ეკონომიკისგან დამოუკიდებელი ფაქტორები (პოლიტიკა, პანდემია და ა.შ) ნეგატიურად მოქმედებენ გარემოზე სადაც ეს ეკონომიკა ვითარდება. არასტაბილურობის განცდა და ფინანსური კრიზისის მასშტაბები ამუხრუჭებენ ეკონომიკის დარგებში არსებულ მოთხოვნა/მიწოდების მექანიზმებს. სამშენებლო სექტორი საკმაოდ მგრძნობიარეა პოლიტიკიური და სოციალური ფაქტორების გავლენაზე. ამასთან, ახალი ტექნოლოგიური გამოწვევები და შრომის ბაზარზე შესაბამისი კადრების სიმცირე მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ სფეროს განვითარების შეფერხებას.
კომპანიების უმრავლესობა შრომის ბაზარზე მრავალ სირთულეს აწყდება, როგორებიცაა სერთიფიცირებული სპეციალისტების ნაკლებობა, ასაკობრივი დეფიციტი დარგის სპეციალისტებში, მოთხოვნადი სპეციალისტის ფინანსური დაკმაყოფილების შესაძლებლობის დეფიციტი და სხვა. თავის მხრივ სამუშაოს მაძიებლებსაც ბაზარზე დამკვიდრებისათვის მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორები აქვთ (სერთიფიცირების შესაძლებლობის ნაკლებობა, დაბალი ანაზღაურების პრობლემა, ნაკლები ინფორმაცია მოთხოვნადი პროფესიის შესახებ და სხვა).
კოლეჯი ,,კონსტრუქტ2ი“, შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ, დაარსებიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული პროფესიების დახვეწა/განვითარებისა და სწავლების პროცესებში. ის იყო პირველი, რომელმაც განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით შექმნა და განხორციელების უფლება მოიპოვა პროგრამაზე – ,,შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და მართვის სამუშაოების შესრულება“, რომელიც პროექტის – „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის“ ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), ჰანზას პარლამენტი (HP) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შენობა-ნაგებობის ტექნიკური მენეჯერის (ჰაუსმასტერი) პროფესიული პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში.
მოგეხსენებათ, რომ შენობა-ნაგებობის ტექნიკური მენეჯერი (ჰაუსმასტერი) თანამედროვე მსოფლიოში მოთხოვნადი პროფესია გახდა. სამშენებლო დარგის განვითარებამ, სახელმწიფოს ჩართულობამ და კერძო პირების ინტერესებისა და მოთხოვნების თანხვედრამ წარმოშვა მოწესრიგებული და გამართული ინფრასტრუქტურის არსებობის საკითხი და, შესაბამისად, დადგა ისეთი მაღალკვალიფიციური კადრების არსებობის საჭიროება, რომლებიც შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და მართვის სამუშაოებს შეასრულებენ. პროგრამის განხორციელების მიზნით სამშენებლო კოლეჯი ,,კონსტრუქტ2“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან. ურთიერთთანამშრომლობის მიზანია მხარეების საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების განხორციელებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამის განხორციელება დამატებით წაახალისებს დასაქმების ხელშეწყობასა და გარკვეულწილად უმუშევრობის დონის შემცირებასაც გამოიწვევს, ასევე, მოგეხსენებათ, ქალები ნაკლებად ინტერესდებიან სამშენებლო სფეროთი, ვთვლით, აღნიშნული პროგრამა გაზრდის ქალთა ჩართულობის საკითხს. შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და მართვის სამუშაოების კვალიფიციურ კადრს შეეძლება დასაქმების შესაძლებლობების აღწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობაში არსებული ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო სისტემების დაზიანებებისა და დეფექტების აღმოფხვრა, ასევე შეეძლება უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის საჭირო უსაფრთხოების სავალდებულო ღონისძიებებისა და ბიზნესის დაგეგმვა/რეგისტრაციასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების აღწერა.
კოლეჯ ,,კონსტრუქტ2მა“ პროექტის „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის“ მიზნიდან – პროფესიული პროგრამის დანერგვა საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში – გამომდინარე ჩაატარა არაერთი შეხვედრა საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში და ჩაერთო სხვადასხვა ცნობიერების ასამაღლებელ და სარეკლამო კამპანიაში.
თამარ ზაქარაშვილი სამშენებლო კოლეჯის „კონსტუქტ2ი“ დირექტორი