21 დეკემბერს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) თემაზე „დისტანციური სწავლების გამოწვევები და საპასუხო ქმედებები COVID-19 – ის გავრცელების პირობებში“ პოლონელი და ქართველი მასწავლებლების ჩართულობით ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზანად ისახავდა ქართველ და პოლონელ მასწავლებელთა შორის COVID-19 – ის გავრცელების პირობებში დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და საპასუხო ქმედებების შესახებ გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრაზე ქართველმა და პოლონელმა მაწავლებლებმა წარადგინეს პრეზენტაციები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. გაიმართა დისკუსია პანდემიის პერიოდში მოსწავლეებთან დისტანციური სწავლებისას არსებულ გამოწვევებზე, საპასუხო ქმედებებზე, მოსწავლეთა, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა ქცევის სირთულეებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათთან მუშაობის სტრატეგიებზე, მეთოდებზე და რესურსებზე.
ონალაინ შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.