განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში, სახანძრო უსაფრთხოების და ხანძრის დროს ქცევის წესების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.
პედაგოგებმა სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ბენეფიციარებს და მათთან ერთად სიმულაციური ვარჯიში ჩაატარეს, რომელიც მოიცავდა ხანძრის ჩაქრობას და ევაკუაციას.
სწავლება ხანძრის დროს პერსონალისთვის და ბენეფიციარებისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ისახავს მიზნად.