სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის” მონაწილეები საინფორმაციო პორტალ „ქუთაისიპოსტის” რედაქციას ესტუმრნენ.
სკოლის მოსწავლეებს „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტმა თეკლე მორგოშიამ უმასპინძლა.
მოსწავლეები პორტალის ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ, რედაქციის სამუშაო გარემო დაათვალიერეს, გაესაუბრნენ ჟურნალისტებს, დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითებზე.