განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოხალისეობის განვითარების პროგრამა – „საქართველოს მოხალისე“ დაიწყო.
პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ მიერ გაწეული შრომის წახალისება.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა 5 დღიანი მოსამზადებელი ტრენინგ-სემინარი გაიარეს და „საქართველოს მოხალისის“ სტატუსი მიიღეს.
„საქართველოს მოხალისეები” თავიანთ მუნიციპალიტეტებსა და თემებში, მოხალისეობრივ საწყისებზე გამართავენ საგანმანათლებლო, სპორტულ, შემეცნებით და საქველმოქმედო ღონისძიებებს, რითიც ხელს შეუწყობენ მოხალისეობრივი კულტურის განვითარებასა და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობას.
პროგრამას კოორდინირებას იმერეთის რეგიონში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაუწევს.