დღეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით პროექტის “დევნილთა უფლებების დაცვა Covid-19 კრიზისის დროს საქართველოში” ფარგლებში პირველი ტრენინგი გამართა.
ტრენინგში მონაწილეობას იღებენ კონფლიქტით დაზარალებული, დევნილი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ახალგაზრდები 16-35 წლამდე იმერეთის, სამეგრელო–ზემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანასწორგანმანათლებელთა
ონლაინ ტრენინგ-კურსის ჩატარება 30 ბენეფიციარისთვის თემებზე:
თანასწორთა განათლება;
ტრენინგის დაგეგმვისა და წარმართვისთვის საჭირო უნარ–ჩვევები;
პრეზენტაციის ტექნიკები;
ეფექტური კომუნიკაციის უნარ–ჩვევები;
ადამიანის და ბავშვთა უფლებები (ოჯახში ძალადობა და კოვიდ – 19 – ის გავლენა, პრევენცია და არაძალადობრივი რეაგირება);
მშვიდობის მშენებლობა, მრავალფეროვნება, ტოლერანტობა;
სასწავლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენცია (სკოლები, პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები).
ტრენინგ–კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება თემებზე:
ადამიანის და ბავშვთა უფლებები (ოჯახში ძალადობა და კოვიდ – 19 – ის გავლენა, პრევენცია და არაძალადობრივი რეაგირება);
მშვიდობის მშენებლობა, მრავალფეროვნება, ტოლერანტობა;
სასწავლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენცია (სკოლები, პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები), რომელთა შესახებაც მათ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ტრენერების მიერ ჩაუტარდებათ ონლაინ ტრენინგები და მიეწოდებათ მასალები (პრეზენტაცია/ჰენდაუტი).
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ კოვიდ – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.