13 ოქტომბერს პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში რიგით მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების შეჯამებას, ჩატარებული კვლევების შედეგების გაცნობას, არსებული გამოწვევების და მათ გადასაჭრელად დაგეგმილი საქმიანობების განხილვას.
,,სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)‘’ დასაქმების ხელშეწყობის 36 თვიანი პროექტია, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.
პროექტი მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.