პროექტის სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში პრეზენტაცია გაიმართა

2024 წლის 19 მარტს, გორში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ პრეზენტაცია გამართა და დაინტერესებულ მხარეებს დაგეგმილ საქმიანობები გააცნო.
 ღონისძიებას განათლების, კერძო სექტორის, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამთავრობო ინსტიტუტების, ხელისუფლებისა და საპილოტე სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების პირველი ნაწილი ვიდეო რგოლის „რა არის სოციალური მეწარმეობა“ ჩვენებას, ხოლო მეორე ნაწილი საპილოტე სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას დაეთმო.
30 თვიანი პროექტი „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ (2023-2026), მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, სოციალური სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებით და პროფესიული სწავლებით.
პროექტი მხარს უჭერს საპილოტედ შერჩეულ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტური სოციალური საწარმოების საგანმანათლებლო კონცეფციის დანერგვას, ახალგაზრდების სამეწარმეო და ეკონომიკური უნარების გაძლიერებას; პროფესიული სასწავლებლების სასწავლო გეგმებში სოციალური მეწარმეობის თემის ინტეგრირებას; მასწავლებელთა უნარების გაძლიერებას სოციალური მეწარმეობის სწავლებისა და სტუდენტური სოციალური საწარმოებისთვის საჭიროებაზე დაფუძნებული მხარდაჭერის დამოუკიდებლად უზრუნველყოფისთვის; ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას და სოციალური მეწარმეობის სასწავლო კურსით შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას.
 პროექტის საქმიანობები იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში საპილოტედ შერჩეულ ოთხ პროფესიულ სასწავლებელში აწსუ-ს “პროფესიული განათლების ცენტრი”; ააიპ კოლეჯი “იბერია”; ააიპ სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2”; ააიპ კოლეჯი “განთიადი” განხორციელდება.
 პროექტს „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ახორციელებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V, (გერმანია) პარტნიორობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content