პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის“ ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

2 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. „ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვისათვის განხორციელებული საქმიანობებისა და მიღწეული შედეგების წარდგენა, პროფესიული განათლების და კარიერული ორიენტაციის მნიშვნელობაზე მსჯელობა და საბინაო სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების კომპანიების, პროფესიული კოლეჯების, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე და ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V) პროექტის მენეჯერი, იოჰან შთრეზე სიტყვით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.  შეხვედრაზე გერმანელმა პარტნიორებმა წარადგინეს კარიერის დაგეგმვის ინსტრუმენტი „ნავიგატორი“. არქიტექტურის ინსტიტუტის ურბანისტიკის კათედრის პროფესორმა ვლადიმერ ვარდოსანიძემ, ისაუბრა საბინაო სექტორში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა კითხვა პასუხის რეჟიმში ღონისძიებაზე გაჟღერებული მნიშვნელოვანი საკითხები შეაჯამეს.

პროექტს „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის“  ახორციელებს  ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  (EDEC), ჰანზას პარლამენტი (HP) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA),  გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content