შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ ბენეფიციარებმა კარტოფილის ღვეზელები მოამზადეს. ღვეზელების მომზადებისას გამოყენებული კარტოფილი ბენეფიციარებმა დღის ცენტრის ბაღში თავად მოიყვანეს.
კულინარიის დღისთვის ბენეფიციარები განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან შესაძლებლობა აქვთ პედაგოგების დახმარებით კულინარიული გამოწვევები დაძლიონ და თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ.
კულინარიის დღე ხელს უწყობს ბენეფიციართა ფუნქციური უნარ-ჩვევების განვითარებას და დადებითი ზეგავლენა აქვს მათ განწყობაზე.
დღის ცენტრების პროგრამა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.