29 ივნისს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ფოთში მცხოვრები მცირე საწარმოების წარმომადგენელთათვის სასწავლო ვიზიტი მოეწყო. ვიზიტის ფარგლებში მცირე მეწარმეებს, შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ბათუმში მოქმედ საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ადგილზე ენახათ მათი საწარმოები, გაეზიარებინათ გამოცდილება და მიეღოთ რჩევები, მომავალში კავშირების გაღრმავების და წარმატებული თანამშრომლობის მიზნით. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მადლობას უხდის მასპინძელ კომპანიებს: ავეჯის საწარმოს „რანდი“ და სახელოსნოს „არტ გლას სტუდიო“ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.