ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმა – „დროის ბანკი“, მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოებას ახალ შესაძლებლობას სთავაზობს – საქართველოს ათივე რეგიონში 20 დროის ქოუჩი იწყებს მუშაობას.
დროის ქოუჩის პოზიციაზე შერჩეული სამოქალაქო განათლების პედაგოგები თავიანთ სკოლაში, თემსა და რეგიონში დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას მოხალისეობისა და „დროის ბანკის“ შესახებ მიაწოდებს.
დროის ქოუჩებმა უკვე გაიარეს გადამზადების ტრენინგი – გაეცნენ დროს ბანკის ვებგვერდის მოხმარების ინსტრუქციებს და მოხალისეობას, როგორც საზოგადოებრივი სარგებლისათვის განხორციელებულ საქმიანობას.
დროის ქოუჩები მთელი ქვეყნის მასშტაბით 3000–მდე მოქალაქეს გაუწევენ კონსულტაციას და დროის ბანკის ვებგვერდზე მოხალისედ დაარეგისტრირებენ.