სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სერვისების თემაზე 3-დღიანი ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ შექმნილ დასაქმების მოდელს გაეცნენ, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური უნარების შესაბამისი დასაქმების სერვისების განვითარებასა და დახვეწას. მოცემულ მოდელს, პროექტის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო გადაიბარებს.
ტრენინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ეფექტიანად განახორციელონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი საქმიანობა.
ტრენინგების ციკლი ორგანიზებულია პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება” (EEAL) ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.