ტენდერი – ენობრივ სტილისტური რედაქტორი

  1. შესავალი

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) დაარსდა 2008 წელს და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა. ორგანიზაცია ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეკონომიკური განვითარება, ბავშვთა დაცვა და განათლება.

2020 წლიდან EDEC  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად არის პარტნიორი  ერაზმუს + პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის  „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“(Curriculum Innovation for Social Inclusion CISI).

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ ინკლუზიას სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური განათლების მიმართულებით ახალი კურსების შემუშავება პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში, კერძოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახალი კურსებისთვის მომზადდება საკითხავი ლიტერატურა, რომელიც გაივლის სამეცნიერო და ენობრივ რედაქტირებას, რის შემდეგ დაიბეჭდება თსუ-ს გამომცემლობაში. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპციალური მასწავლებლის სასერთიფიკატო პროგრამის მომზადება. CISI პროექტი ხორცილდება 12 პარტნიორისგან შემდგარიკონსორციუმის მიერ, რომელთა შორისაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

შემსყიდველი ორგანიზაცია: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

წინადადების მიღების დაწყების თარიღი:           11.10.2022

წინადადების მიღების დასრულების თარიღი:   15.10.2022

წინადადების განხილვის ბოლო ვადა:                  17.10.2022

ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა:       17.10.2022

მომსახურების დასრულების ბოლო ვადა:          17.10.2022

 

  1. ტექნიკური დავალების მიზანი

ენობრივი/სტილისტური რედაქტორი პასუხისმგებელია  CISI პროექტის ფარგლებში მომზადებული ქვემოთ ჩამოთვლილი კურსების საკითხავი მასალის ენობრივ/სტილისტურ რედაქტირებაზე. ეს კურსებია:

  1. „ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების მეთოდოლოგია“
  2. „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“
  3. “აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“

 

  1. კონკრეტული დავალება

სახელმძღვანელოს „ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების მეთოდოლოგია“

ენობრივი / სტილისტური რედაქტირებისას, რედაქტორის პასუხისმგებლობაა:

  • ტექსტის გრამატიკულად გამართვა – წინადადებების გრამატიკულად სწორად აგება და აზრის გამართვა;
  • ტექსტში პუნქტუაციის წესების დაცვა;
  • ტექსტზე მუშაობის პროცესში ავტორებთან ინდივიუალური კომუნიკაცია.

 

  1. დასარედაქტირებელი მასალის აღწერილობა:
  • საკითხავი მასალა კურსისთვის ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების მეთოდოლოგია“ – 13 თავი, 340 გვერდი
  • საკითხავი მასალა კურსისთვის „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია – 14 თავი, 390 გვერდი
  • საკითხავი მასალა კურსისთვის “აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“
  • 14 თავი, 420 გვერდი

 

  1. პროდუქტი

ენობრივ-სტილისტური რედაქტირება გავლილი საკითხავი მასალა კურსებისთვის:

  1. „ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების მეთოდოლოგია“
  2. „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“
  3. “აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“

 

  1. ტექნიკური დავალების განხორციელების პერიოდი

          2022 წლის 17 ოქტომბერი – 2022 წლის 17  ნოემბერი

 

  1. ძირითადი მოთხოვნები დაინტერესებული კანდიდატის მიმართ
  • აკადემიური ხარისხი ფილოლოგიაში
  • სახელმძღანელოების /აკადემიური კურსების ენობრივი/სტილისტური რედაქტირების გამოცდილება

 

დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • CV/რეზიუმე ქართულ ენაზე, სადაც ნათლად უნდა ჩანდეს მისი გამოცდილება ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. CV-ში უნდა მიეთითოს აგრეთვე ინფორმაცია 2 რეკომენდატორის შესახებ;
  • წერილობითი განაცხადი (დანართ #1–შეთავაზება) გასაწევი მომსახურების – სამეცნიერო რედაქტირების შესახებ, თანდართული დოკუმენტის სახით.

 

ყველა დოკუმენტი მოწოდებული იქნას ელექტრონულ მისამართზე [email protected]  2022 წლის 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის  ჩათვლით 18:00 საათამდე და ველში „subject“ მიეთითოს “ენობრივ/სტილისტური რედაქტორი”.

საბოლოო შერჩევისთვის პროექტის გუნდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება წინამდებარე ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

  1. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

 

დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განმარტების მიღება კანდიდატებს  შეუძლიათ  მისამართზე: ქ. ქუთაისი, პ. ინგოროყვას 64

საკოტანქტო პირი: ნათია ნამიჭეიშვილი

ტელეფონი: 0431251330;

ელ-ფოსტა: [email protected]

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content