ტენდერი – ვებ-დეველოპერი და პროგრამული ინჟინერი

ტენდერი – ვებ-დეველოპერი და პროგრამული ინჟინერი

 

  1. შესავალი:

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) დაარსდა 2008 წელს და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა. ორგანიზაცია ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეკონომიკური განვითარება, ბავშვთა დაცვა და განათლება.

2020 წლიდან EDEC-ი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს 3 წლიან პროექტს სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტო, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ და გურიის ახალგაზრდული ცენტრი.

პროექტი: „ისწავლე დასაქმებისთვის!“ მიზნად ისახავს, ერთის მხრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის, კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას; მეორეს მხრივ, საზღვაო და ტურიზმის სექტორში კერძო–საჯარო პარტნიორობის განვითარებას, შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასებას, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების პროგრამების შემუშავებას, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას.

პროექტი საქართველოს 6 რეგიონში (იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი, აჭარა, გურია, კახეთი, შიდა ქართლი) ხორციელდება. მის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მოწყვლადი ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირები, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირები, სიცოცხლის მანძილზე სწავლის მსურველი პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • თანამშრომლობა პროფესიულ სასწავლებლებთან, ტურიზმისა და საზღვაო სფეროში შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული რვა ახალი პროფესიული პროგრამის შემუშავება;
  • ახლადშექმნილი პროგრამებისთვის შესაბამისი ინოვაციური საგანმანათლებლო მასალებისა და სასწავლო რესურსების შექმნა;
  • ახლადშექმნილი საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამების მიწოდებაში ჩართული პედაგოგების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება;
  • შემუშავებული სასწავლო   პროგრამებისა  და სასწავლო რესურსების  სხვა დაინტერესებული პროფესიული სასწავლებლებისთვის გაზიარება.

 

შემსყიდველი ორგანიზაცია: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

  • წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 10.07.2023
  • წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 24.07.2023
  • წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 28.07.2023
  • ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 01.08.2023
  • მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 10.09.2023

 

  1. ტექნიკური დავალების მიზანი:

2.1. აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთვის შრომის ბაზრის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის და ვებ-პლატფორმის განახლება, რომელიც თავსებადი იქნება სხვადასხვა ეკრანის რეზოლუციის მქონე მოწყობილობებთან.

  1. კონკრეტული დავალება:

 

  • აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთვის, შრომის ბაზრის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის და ვებ-პლატფორმის განახლება, რომელიც თავსებადი იქნება სხვადასხვა ეკრანის რეზოლუციის მქონე მოწყობილობებთან.

 

  1. მეთოდოლოგია:

4.1. კომუნიკაცია ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან;

  1. პროდუქტი:

5.1. აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთვის შრომის ბაზრის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემა და ვებ-პლატფორმა (www.hrajara.gov.ge), რომელიც თავსებადი იქნება სხვადასხვა ეკრანის რეზოლუციის მქონე მოწყობილობებთან.

 

  1. 6. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა:

6.1.   დიზაინ სისტემის შექმნა საუკეთესო სამომხმარებლო პრაქტიკის გათვალისწინებით და ჩაბარება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან – არაუგვიანეს 1 თვეში;

6.2.  აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთვის შრომის ბაზრის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის და ვებ-პლატფორმის განახლება – 10.09.2023-ის ჩათვლით;

6.3. სისტემის       და ვებ-პლატფორმის ატვირთვა/გაშვება – 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით;

6.4. სამუშაოების  განხორციელება,  ანგარიშგება  და  სრული  პროექტის  შიდა  და  გარე  სატესტო რეჟიმში გაშვება, – 5 სექტემბრის ჩათვლით, საბოლოო პროდუქტის სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველყოფა არაუგვიანეს – 10 სექტემბრის ჩათვლით.

6.5. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 4 თვის განმავლობაში პლატფორმის უსასყიდლო ტექნიკური მომსახურება 8/5 რეჟიმში (ტექნიკური მხარდაჭერა და კონსულტაციები, ასევე არსებულ ფუნქციონალში ხარვეზების (არსებობის შემთხვევაში) გამოსწორება საკუთარი ხარჯებით დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში), მოცემული ვადის ამოწურვისთანავე ვებ გვერდის დაცულ სერვერზე განთავსება.

 

შენიშვნა: გამომდინარე იქედან, რომ პლატფორმის დროული განახლებაზე დიდადაა დამოკიდებული შემსყიდველის საქმიანობა, შემსყიდველს გააჩნია ვადების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი, გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი დაიტოვებს უფლებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

 

  1. ძირითადი მოთხოვნები:

7.1.        ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირებს.

7.2.        იურიდიულ ან ფიზიკურ პირს უნდა გააჩნდეს ვებ პროგრამირების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

7.3.        მსგავსი ტიპის ვებ-პლატფორმების შექმნის გამოცდილება მინუმუმ 1 პლატფორმა/ელ სისტემა.

 

7.4.      ტექნიკური სამუშაო ჯგუფი.

ჯგუფი უნდა შედგებოდეს:

Dotnet core 7.0 ,  Ms sql ,   Asp.net mvc  და React.JS არაუმცირეს 3 წლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერებისგან.

7.5.      სატენდერო განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

–            პრეტენდენტის სახელი, გვარი/სახელწოდება (იურიდიული პირის შემთხევაში)

–            პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტიური მისამართი;

–            პრეტენდენტის პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაცია კოდი;

–            პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი;

–            პროექტში მონაწილე პირების რეზიუმეები;

–            საბანკო რეკვიზიტები;

–            პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ტიპის პლატფორმების (მინუმუმ 1 პლატფორმა) შექმნის გამოცდილების შესახებ;

–            ხელშეკრულებები და/ან მიღება-ჩაბარების აქტები რომლითაც დადასტურდება გამოცდილება;

–            შესასრულებული სამუშაოს ბიუჯეტი (დანართი #3-ის მიხედვით)

 

  1. შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები:

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტებს.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

–         გამოცდილება–30 ქულა;

–         მსგავსი ტიპის პლატფორმების (მინუმუმ 1 პლატფორმა) შექმნის გამოცდილება-20 ქულა (უპირატესობა მიენიჭება შრომის ბაზრის/ადამინური რესურსების მართვის კუთხით შემუშავებული პროექტების შექმნის გამოცდილებას);

–         წარმოდგენილი პორტფოლიოს მიხედვით შექმნილი ვებ-გვერდების/ელ სისტემების მუშაობის სტაბილურობა და ხარისხი–30 ქულა;

–         მომსახურების ღირებულება–20 ქულა.

 

  1. განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2023 წლის 10 ივლისიდან – 24 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ “Full Stack Web Developer & Software Engineer”.

 

თან ერთვის:

 

  1. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330;

საკონტაქტო პირი: ნატა კაპატაძე

ტელეფონი: 592279279

ელ-ფოსტა: [email protected]

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content