20-21 იანვარს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: ,,მეწარმის ხედვიდან მცირე სტრატეგიამდე“ ტრენინგი გამართა. ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებისთვის ბიზნესის გრძელვადიანი დაგეგმვის და ხედვის ჩამოყალიბების უნარების განვითარება; ბიზნესის განვითარების საგზაო რუკის მნიშვნელობის და მოდელების შესახებ საბაზისო ცოდნის მიღება და საგზაო რუკის მომზადების ტექნიკების გაცნობა. ტრენინგს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე უძღვებოდა.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და APM Terminals Poti-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.