ქართულ უნივერსიტეტებში, პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი კურსები დაინერგება

პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.

პროექტის პრეზენტაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 16, 21, 28 და 31 ივლისს ონლაინ ფორმატში გამართა. ონლაინ პრეზენტაციებს საქართველოს მასშტაბით სკოლების, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი (DPO) და სერვისმიმწოდებელი ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

პროექტი ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. შედეგად, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე დაინერგება 10-11 ახალი კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს შეიძინონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ცოდნა და უნარები.

სადღეისოდ, ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე ზოგადი კურსი ისწავლება. სპეციალური მასწავლებლები კი ხშირად აკადემიური მომზადების გარეშე იწყებენ პრაქტიკოსებად მუშაობას, რადგან არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი არც საუნივერსიტეტო და არც სასერთიფიკატო კურსი.

ახალი კურსების პილოტირება პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში 2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იგეგმება. მანამდე ქართველი პარტნიორები, უცხოელების აქტიური ჩართულობით იმუშავებენ ახალი სილაბუსებისა და საკითხავი მასალის განვითარებაზე. სამი წლის განამვლობაში, პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების, სკოლებისა და არსამთავრობო ორგნიზაციების თანამშრომლობას. ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშესაწყობად ჩამოყალიბდება თანამშრომლობის ქსელი. პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყრება ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას, რომელიც გააშუქებს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებს.

პროექტში ჩართულია: ოთხი ქართული უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ოთხი უცხოური უნივერსიტეტი – Transilvania University of Brașov UTBv; Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW, UW და Philipps-Universität Marburg, UMR; სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მუშაობენ – განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content