ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ადამიანის უფლებების თემაზე თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორმა, გიორგი მშვენიერაძემ სემინარი ჩაატარა.
სემინარის ძირითადი საკითხები ადამიანთა უფლება დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, პერსპექტივებს და მასში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობას შეეხებოდა. საუბარი ასევე შეეხო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და მისი აღსრულების ადგილობრივ გამოცდილებას.
სემინარი ჩატარდა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) თანამშრომლობით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).