მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრების ჩართულობით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელ ქალბატონებთან დასამახსოვრებელი და საინტერესო შეხვედრა შედგა. უნივერსიტეტში ვიზიტი მოიცავდა სამეცნიერო აუდიტორიების დათვალიერებასა და სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციების გაზიარებას.
დიდი ინტერესი იურიდიული და სამედიცინო სამეცნიერო ლაბორატორიების დათვალიერებამ გამოიწვია. პრაქტიკული მასალებისა და სამეცნიერო მაკეტების ვიზუალიზაციამ, თეორიულ ინფორმაციებთან ერთად, ახალგაზრდები ძალიან დააინტერესა.
შემეცნებით განმავითარებელ აქტივობაში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან 34 ახალგაზრდა ჩაერთო. ლაბორატორიულ აუდიტორიებში ვიზიტი შეჯამებისას დადებითად და ერთ–ერთ დასამახსოვრებელ აქტივობად შეფასდა.
შეხვედრა ორგანიზებული იქნა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).