ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის “ჯადოსნური სამყარო” ბენეფიციარებისათვის კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის მიზანს ბავშვებისათვის ბუნებრივი კატასტროფების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მსგავსი შემთხვევებისგან თავდაცვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.
ტრენინგი ორგანიზებული იყო არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) კატასტროფის რისკის შემცირების კამპანიის ფარგლებში.