ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო” ესტუმრნენ. ცენტრის სტუმრებმა ბავშებთან ერთად შემეცნებითი თამაშები ითამაშეს, ზღაპრები წაიკითხეს და სხვა გასართობ აქტივობებში ჩაერთნენ.
მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.