ქუთაისში სტუდენტური კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტური კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად – 2017” პროექტის „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის” ფარგლებში იმართება.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციასა და არსებული სოციალური საწარმოების გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს პირველად აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ კონკურსში – “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”.
პროექტი „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და არბაითერ სამარიტერ ბუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.