16 მაისს, კოლეჯში „იბერია“ ღია კარის დღე გაიმართა, რომელმაც სხვადასხვა პროფესიით დაინტერესებული ქუთაისის საჯარო სკოლების (41; 9; 33; 29; 17) მოსწავლეები გააერთიანა. პროფესიებით დაინტერესებულ მოსწავლეებსა და კოლეჯის ექსპერტებს შორის პროფესიული არჩევანის დადებითი და უარყოფითი მხარეების, დასაქმებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობების, ანაზღაურებისა და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ პირდაპირი კომუნიკაცია შედგა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ხორციელდება განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ChildFund Deutschland-თან პარტნიორობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.