ვიზაჟის მომზადება – გადამზადების კურსი შიდა ქართლის რეგიონის 16–დან 36 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი.
კურსის მონაწილეებმა პროგრამის თეორიული ნაწილი ონალინ გაიარეს, პრაქტიკულ სწავლება კი სილამაზისა და ესთეტიკის ცენტში ,,Beauty Art” ახლახანს დაიწყო. სწავლების დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები სამ თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას
გაივლიან.
პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის უნარ–ჩვევებსა და ცოდნას შესძენს, რაც მათ კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.
პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და მეწარმეობაში ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.