2019 წლიდან ქუთაისში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ბაზაზე იწყება ენისა და მეტყველების კომპლექსური თერაპია, რომელიც განხორციელდება „ლოგომედი – მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის” უშუალო მონაწილეობითა და პატრონაჟით. თერაპიას წარუძღვებიან „ლოგომედის” ხელძღვანელი, ეკა ჭავჭავაძე და ამავე ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.
ამასთან დაკავშირებით, დასაქმების პერსპექტივით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) იწვევს დაინტერესებულ კანდიდატებს ენისა და მეტყველების თერაპევტის მოსამზადებელ კურსში მონაწილეობისათვის.
კანდიდატების შერჩევა მოხდება მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე. შერჩეული პირები გაივლიან პრაქტიკაზე დაფუძნებულ 6 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს და დასაქმდებიან მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე, ქალაქ ქუთაისში.
ენისა და მეტყველების კომპლექსური თერაპია ითვალისწინებს როგორც პედაგოგიურ, ისე სამედიცინო ღონისძიებებს, კერძოდ:
- საარტიკულაციო აპარატის პირდაპირ მასაჟს;
- საარტიკულაციო აპარატის ვიბრომასაჟს;
- პერიფერიულ სამეტყველო ზოგად რეფლექსთერაპიულ სტიმულაციას;
- სუნთქვით ვარჯიშს;
- დიქციურ ტრენინგს;
- სამეტყველო ხმის გავარჯიშებას;
- ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას;
- ფონემური სმენის გავარჯიშება _ სტიმულაციას;
- ფრაზეოლოგიური მეტყველების განვითარებას;
- ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
ენისა და მეტყველების თერაპევტთა მოსამზადებელ კურსს წარუძღვებიან „ლოგომედი – მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის“ კვალიფიციური სპეციალისტები. სასწავლო პროგრამა განხორციელდება ქ. თბილისში, „ლოგომედის” ბაზაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია მედიცინის, ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის დარგში);
პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, გულისხმიერება, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა;
დაინტერესებულმა პირებმა ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected].
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ სახელწოდება – „ენისა და მეტყველების თერაპევტი“.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 598454563, სოფიო კუპატაძე.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 29 ოქტომბერი, 12:00 საათი.