ზაზა ჩხიკვაძე ამჟამად გურიაში, ავეჯის საამქროში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობს.
,,გურიაში დასაქმება ძალიან რთულია ამიტომ იმედი ნაკლებად მქონდა რომ ჩემთვის სასურველ სამსახურს ვიპოვიდი, მაგრამ გურიის დასაქმების ცენტრს დახმარებისთვის მაინც მივმართე. დასაქმების კონსულტანტებმა ძალიან თბილად მიმიღეს, ერთად მოვამზადეთ რეზიუმე, გამიწიეს კონსულტაციები ჩემთვის საჭირო თემებზე. ჩემი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით დამაკავშირეს ავეჯის საამქროს სადაც მალევე დავსაქმდი. დღეს ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს. ბედნიერი ვარ. დილის გათენება მიხარია, რადგან მაქვს სამსახური სადაც მიმეჩქარება და ანაზღაურება რომელიც მოტივაციას მაძლევს’’