წარმატების ისტორია გურიიდან

“ნუ შეგეშინდებათ შეეჭიდოთ ახალ გამოწვევებს, იმუშავეთ საკუთარ თავზე, სწორედ ეს ხდის ცხოვრებას საინტერესოს.”

ნინო სუხიაშვილი ამჟამად სასტუმროში „ბახმაროს პიონერები’’ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს.

“სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ მაგრამ მუდმივად ვცდილობ ახალ გამოწვევებს შევეჭიდო. საზოგადოებასთან ურთიერთობა ის სფეროა სადაც მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა. სოციალურ მედიაში შემთხვევით ჩემი მეგობრის წარმატებული დასაქმების ისტორიის შესახებ წავიკითხე და მისი რეკომენდაციით დასაქმების ცენტრს მივმართე. დასაქმების კონსულტანტებს ჩემი ინტერესების შესახებ მოვუყევი. მათ ეკოპოლიგრაფ გურიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის  მენეჯერის სამთვიანი სტაჟირება შემომთავაზეს. სიხარულით დავთანხმდი. ეს სამი თვე ჩემთვის აღმოჩენების, საკუთარი თავში რწმენის ჩასახვის და მომავალი მიზნების დასახვის პერიოდი იყო. სტაჟირების შემდეგ დასაქმების კონსულტანტებმა მალევე გადამამისამართეს სასტუმროში ,,ბახმაროს პიონერები’’, სადაც წარმატებით გავიარე გასაუბრება და მენეჯერის პოზიციაზე დავსაქმდი. ახლა უკვე ვიცი რომ შემიძლია ნებისმიერ რამეს შევეჭიდო და არ შემეშინდეს.”

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content