მერაბ ორკოდაშვილი ამჟამად თელავში მცხობელად მუშაობს.
,,მაქვს სტაბილური სამსახური და ოჯახური სამუშაო გარემო რაც ძალიან მახარებს”
,,სამუშაოს მაძიებელი ვიყავი, როცა პროექტის შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე, ამიტომაც დავუკავშირდი დასაქმების კონსულტანტებს და დავნიშნეთ შეხვედრა. მათ გამიწიეს კონსულტირება, დამეხმარნენ CV-ის მომზადებაში, გაითვალისწინეს ჩემი გამოცდილება, ინტერესები და დაიწყეს შესაბამისი სამსახურის მოძიება. მოკლე დროში მოიძიეს ვაკანსია და დანიშნეს გასაუბრება პოტენციურ დამსაქმებელთან. წარმატებული ინტერვიუს შემდეგ მოხდა ჩემი სამსახურში აყვანა და საბედნიეროდ დღემდე ვმუშაობ. სამუშაო პირობებითა და გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ, არის ოჯახური გარემო, რაც მეტად კომფორტულს ხდის სამუშაო პროცესს და რაშიც დიდი წვლილი თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის დასაქმების კონსულტანეტებს მიუძღვით.”