ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, „ვენდისში” უმასპინძლა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,ვენდისმა”, როგორც ღონისძიების თანაორგანიზატორმა ბავშვებს გასართობი პროგრამა შესთავაზა და სპეციალურად მათთვის დამზადებული დონატები გადასცა.
მთელი დღის განმავლობაში გამოხატული სიხარული, გართობა, შემეცნება, ხელოვნება და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები დღის ცენტრის ბენეფიციარებმა პედაგოგებათან და მშობლებთან ერთად განიცადეს.
ცენტრსა და უნივერსიტეტს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს და ყველა მათი დაგეგმილი აქტივობა სასიამოვნო ემოციებით არის დატვირთული.