ახალგაზრდული საბჭოებისთვის ორგანიზებული ტრენინგები დასრულდა

4 აგვისტოს, ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციის ამაღლების მიზნით ორგანიზებული ტრენინგები დასრულდა, რომელშიც  60 ახალგაზრდული საბჭოს წევრი და 10 რეგიონული ჰაბის წარმომადგენელი  მონაწილეობდა. ტრენინგები სამ ეტაპად წარიმართა და მონაწილეებს საშუალება მისცა შეესწავლათ პროექტის მომზადების და მართვის, აქტიური მოქალაქეობის, ურთიერთობების განვითარების და მართვის ტექნიკები. ტრენინგების წარმატებით დასრულებისთვის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენიგები ორგანიზებული იყო  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC)  მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდეჭერით,  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content