ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას“ ფარგლებში დაფუძნებული ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მიზნით 25 მაისს განათლების, განვითარებისა და  დასაქმენის ცენტრის (EDEC), სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალგაზრდულ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდასა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას.

ღონისძიების ბოლოს მხარეებს შესაძლებლობა  ქონდათ  გასაუბრებოდნენ საბჭოს  წევრ  ახალგაზრდებს, მოესმინათ მათი მოლოდინები და საჭიროებები, გაცნობოდნენ პროექტის  მიზნებს და საბჭოს გაძლიერებისთვის დაგეგმილ აქტივობებს.

მემორანდუმი განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content