ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისათვის ვორქშოფი მოეწყო

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქცია, როლი და სარგებელი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების პროცესში“,  რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდული საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება, მათთვის მნიშვნელოვანი უნარებისა და საკვანძო კომპეტენციების განვითარების, ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების შესახებ. ვორკშოფს ახალგაზრდული მუშაკი, ახალგაზრდული სფეროს ექსპერტი მარიამ ზაზაძე უძღვებოდა.

ვორქშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content