ბათუმში, საწარმოების წარმომადგენლებისთვის მენტორთა ტრენინგი ჩატარდა.

1920  აპრილს, ბათუმში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, საწარმოების წარმომადგენლებისთვის, მენტორთა ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პოტენციური მენტორის ცოდნის, უნარების და კომპეტენციების განვითარება, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნის, კონკრეტული მიმართულების პროფესიული პროგრამის განახორციელების, პრაქტიკული სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის. ტრენინგზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ თემებს, როგორებიც არის  პროფესიული განათლება და  საგანმანათლებლო შესაძლებლობები, მენტორის (ინსტუქტორის) ფუნქცია მოვალეობები, სწავლების მეთოდოლოგიისა და სასწავლო პროცესების დაგეგმვა/განხორციელება საწარმოში და სხვა. ტრენინგს პროფესიული განათლების ექსპერტი, ზაირა ბერიძე უძღვებოდა.  

ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content