ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ აჭარის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც სტაჟირების პროგრამები და ვაკანტური ადგილები წარმოადგინეს.

ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი შესაძლებლობების ადეკვატური შეთავაზებები ეპოვათ, პირისპირ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და მაქსიმალურად წარმოეჩინათ საკუთარი უნარები.

ფორუმზე 20 კომპანია იყო რეგისტრირებული. მათ შორის: მაკდონალდსი”, სამკერვალო კომპანია ტექსტილი”, სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, სასტუმრო ბაგრატი 1003”, კრედო”, გორგია’’, ლევანტო”, შპს თელგი”, ლიბერთი ბანკი და სხვა.

ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგატები, ბათუმის მერიისა და აჭარის ა/რ-ის მთავრობის წარმომადგენლები.

ფორუმი ორგანიზებული იყო პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება” (EEAL) ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან “ოტავა–98”ერთად,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content