ბანოჯის სკოლის სამოქალაქო კლუბი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტს “ადაპტირებული გარემო – ჩვენ თანასწორნი ვართ” ახორციელებს.


პროექტის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია და სასწავლო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.


პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო რესურს-ოთახი, რომელიც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა. ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და გაიმართა აქცია-მსვლელობა,მასში მოსწავლეები, მშობლები და თემის მკვიდრნი მონაწილეობდნენ. ასევე გამოცხადებულია ესეების კონკურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თემაზე.


ორგანიზაციამ “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მცირე გრანტების კონკურსი სამოქალაქო განათლების პროგრამაში “მომავლის თაობა” ჩართული სკოლებისთვის გამოაცხადა. 


სამოქალაქო განათლების პროგრამას “მომავლის თაობა“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content