25 იანვარს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმს ერთი მხრივ, „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“-ს, „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“-ს და, მეორე მხრივ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას შორის.
ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის მიზანი გახლავთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება, ახალგაზრდულ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება და დანერგვა.
შეხვედრას დაესწრნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის წარმომადგენლები და ახალგაზრდული საბჭოს წევრები.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიმართულებით მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეების მიერ დაგეგმილი აქტივობები. ასევე ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ წარმოადგინა საბჭოს საქმიანობის სამომავლო ხედვები და მიღწერული შედეგები.
პრეზენტაციის შემდეგ ჰაბის ინიცირებით გაიმართა დისკუსია, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც მემორანდუმზე ხელმომწერ მხარეებს მნიშვნელოვნად დაეხმარება შექმნას მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიმართულებით არსებული საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA) საქართველოს მიერ, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშრისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).