„ბლოგერები ზემო რაჭიდან“ პროგრამის სამუშაო შეხვედრები ახალგაზრდებთან დაიწყო

პირველ ორ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ფართოდ გავრცელებული თუ სპეციალიზირებული სოციალური ქსელების საქმიანი გამოყენების მნიშვნელობას; ბლოგებისა და ვებ-გვერდის შექმნა-მართვის პლატფორმა WordPress-სა და მასთან დაკავშირებულ დეტალებს; იმუშავეს მცირე ჯგუფებში და პრაკტიკული დავალებებით თავად შექმნეს პროგრამის “ბლოგერები ზემო რაჭიდან” საქმიანი გვერდები, გამოსცადეს ბლოგ-გვერდის აწყობაზე მუშაობაც; შეხვდნენ მოწვეულ სტუმარს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორსა და მწერალს, გიორგი კეკელიძეს. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს ძალიან საინტერსო და შთამაგონებელი რჩევები.

შეხვედრები მიმდინარეობს “ბლოგერები ზემო რაჭიდან” პროგრამის ფარგლებში, რომელიც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ ერთ-ერთი გამარჯვებული ინიციატივაა.

პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას, ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარებას და მოხალისეობის პოპულარიზაციას.

კონკურსი პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content