„ბლოგერები ზემო რაჭიდან“ ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივა

„ბლოგერები ზემო რაჭიდან“ ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელმაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა.

ინიციატივის ფარგლებში, საინიციატივო ჯგუფი ზემო რაჭიდან ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15-18 წლის ახალგაზრდებს პროგრამაში „ბლოგერები ზემო რაჭიდან“ მონაწილეობის მისაღებად აცხადებს კონკურსს. პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას, ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარებას და მოხალისეობის პოპულარიზაციას.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და მის ფარგლებში ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, განივითარონ ონლაინ მედია საშუალებების მართვის უნარ-ჩვევები, ბლოგის/ვლოგის თუ მცირე ანიმაციური ვიდეოების შექმნით აღმოაჩინონ თვითგამოხატვის ახალი გზები, მოუყვნენ სხვებს საკუთარი თემისა და მათ ირგვლივ მცხოვრები ადამიანების შესახებ და საინტერესოდ გაატარონ დრო.

პროგრამის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში შეირჩევა 10-12 ახალგაზრდა. ნოემბრის თვეში, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, მონაწილეები მიიღებენ ბლოგერობისათვის აუცილებელ პრაქტიკულ ცოდნას, ისწავლიან Stop-motion ვიდეოების შექმნას, შეხვდებიან მოწვეულ სტუმრებს ონლაინ რეჟიმში, იმუშავებენ საკუთარ კრეატიულ პროექტებზე და ბოლოს, პროექტის მსვლელობისას შექმნილ მასალებს თავად წარუდგენენ ფართო საზოგადოებას. შეხვედრები ჩატარდება მცირე ჯგუფებში, არასასკოლო დროს, ონის მუნიციპალიტეტში. მუშაობას წარუძღვება საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერი.

პროექტის მსვლელობისას, ყველა ეტაპზე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები და რეკომენდაციები. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამა გადაინაცვლებს ონლაინ სივრცეში.

კონკურსი პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
2022  წლის 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის –
დღეს, კიდევ ერთი წარმატებული დასაქმების შესახებ გიამბობთ. 22 წლის ანანო გუმბერიძემ პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, ქუთაისის დასაქმების ცენტრში მივიდა და დასაქმების კონსულტანტებთან გასაუბრება გაიარა.
ვაკანსიის დასახელება: საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის პედაგოგი ვაკანსიის ადგილმდებარეობა: საგურამო მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გამოქვეყნების თარიღი:  2022
Skip to content