გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე კვირეულმა ქუთაისში სტარტი აიღო

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) საქართველოში გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე კვირეულს შეუერთდა. კვირის განმავლობაში ახალგაზრდა ლიდერები, რომლებსაც საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თავად აქვთ გავლილი ტრენინგები, ქუთაისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ.

ახალგაზრდა ლიდერებს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც შეუერთდებიან. პირველი საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის მე–13 საბავშვო ბაღში, დღეს, 6 მაისს ჩატარდა.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე კვირეული კონფერენციით „საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დასრულდება. კონფერენცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში 10 მაისს გაიმართება.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული 2019 წელს 6–12 მაისს აღინიშნება. კვირეულის გზავნილია გადაარჩინე სიცოცხლე – #ხმააიმაღლე #Speakup. გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100 – ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

კვირეულს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორებით აღნიშნავს. ინიციატივას კამპანია მეტი სიცოცხლისთვის” ფარგლებში მხარს უჭერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content