გამარჯვებული პროექტი გორიდან

„პროექტის განხორციელება პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ავუმაღლოთ ცნობიერება მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნების განხორციელება.  გარდა ამისა, კონკურსში ჩვენი გამარჯვება ორგანიზაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ წარმატებისა და განვითარების გზაზე, რომელსაც ახლა გავდივართ“. – ხატია ხაბაშვილი, დირექტორი

ოფიციალური კვლევების თანახმად გორში მცხოვრები ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე საკმაოდ ბევრი პროექტი ხორციელდება, ამ პროექტებში მუდმივად ერთი და იმავე სახეებს ვხედავთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტის მთავარი იდეაა მოხალისეობის პოპულარიზაცია გორის მუნიციპალიტეტში, მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ნაკლებად აქტიური ახალგაზრდების მეტად გააქტიურება და განვითარება არაფორმალური განათლების მეთოდებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე მეორედ გავხდით EDEC-ის მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ორგანიზაცია. 2022 წელს კონკურსში გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა ,,ახალგაზრდები მოხალისეთა უფლებებისთვის“, რომლის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში თანასწორგანმანათლებელთა კომპონენტის საშუალებით 500 მდე ახალგაზრდას ავუმაღლეთ ცნობიერება ,,მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის კანონის შესახებ. წელს კი აღნიშნული პროექტის იდეა და აქტივობები კიდევ უფრო მეტად გავაფართოვეთ. გარდა თანასწორგანმანათლებელთა კომპონენტისა, პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა კონკურსს, ვიქტორინას და ასევე, ფილმის ჩვენებებს.

ჩვენი ორგანიზაცია ა(ა)იპ ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის“ 2020 წელს დავაარსეთ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით. ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ, ძალიან ბევრს ვშრომობდით მოხალისეობრივად, ყოველდღიურად ვვითარდებოდით და დღითიდღე უფრო მეტ ახალგაზრდას ვაძლევდით ჩვენთან ერთად განვითარების შესაძლებლობას. სრულიად მოხალისეობრივად და ხშირად ჩვენი ხარჯებით ვახორციელებდით ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს ხელს შეუწყობდა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მონაწილეთა სერტიფიკატები ან თუნდაც გამარჯვებულთა საჩუქრები იმ სტიპენდიით შემიძენია, რომელსაც სახელმწიფო მიხდიდა როგორც წარჩინებულ სტუდენტს. სანაცვლოდ არასდროს არაფერი მიმიღია, გარდა პროექტის მონაწილეთა ბედნიერი, მოტივირებული და გაბრწყინებული თვალებისა, თუმცა ჩემთვის ეს იყო და ახლაც ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ჭეშმარიტი მოხალისეობის საფუძველი სწორედ უანგარო საქმიანობაა. ამჟამად ორგანიზაციაში საკმაოდ ბევრი სიახლეა, უკვე გვაქვს საკუთარი საიტი YSR.GE და ამასთანავე, მოხალისეობრივად, უსასყიდლოდ გავცემთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით. თითქმის ოთხი წელია ვარსებობთ და ამ დროის განმავლობაში ერთი წუთითაც არ შეგვწყვეტია ახალგაზრდებზე ფიქრი. შევიძინეთ არა ერთი პარტნიორი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ირგვლივ შემოვიკრიბეთ უამრავი ახალგაზრდა და საბოლოოდ ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით.

ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
2024 წლის 25 აპრილს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content