გამარჯვებული პროექტი კახეთიდან

საბოლოოდ, პანკისის ხეობაში, გვეყოლება 30-ზე მეტი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც თავიანთ თემში პოზიტიური ცვლილებებს დაუდებენ საფუძველს და პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აქტიურად იმუშავებენ”. – მელანო ბერიძე,  „ხმა პანკისელი ქალისა“  განმახორციელებელი

მე და ჩემ მეგობრებს, სოფო ტაბატაძეს და მარიამ ფრანგიშვილს დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას, საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში გაგვიჩნდა იდეა, რაც ითვალისწინებდა პანკისის ხეობაში, ქალთა სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობას და მათ სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას. კონკურსში ჩართვის მთავარი მოტივაცია, სწორედ იდეის რეალობად ქცევა იყო. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ამ იდეას პრაქტიკაში განვახორციელებდით და პანკისის ხეობაში, ქალთა სათემო გაძლიერების კუთხით ჩვენს წვლილს შევიტანდით. ვინაიდან თანამედროვე სამყაროში ადამიანთა სამოქალაქო-პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობა კიდევ უფრო ძლიერდება, გვსურდა, რომ საქართველოში ამ მიმართულებით აქტიურად გვემუშავა და პანკისში მცხოვრებ ქალებში გაგვეზარდა ცნობიერება.

პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივ დონეზე, პანკისის ხეობაში ქალთა თემის გაძლიერებას. კერძოდ, პანკისში მცხოვრებ ქალებში სამოქალაქო აქტივივიზმის დონის გაზრდა, რაც პირდაპირ უკავშირდება თემის/ საზოგადოების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრაციას. გარდა ამისა, პროექტი ზრდის მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს პანკისის ხეობაში მოხალისეობრივი ჰაბის შექმნას, რომელიც სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის, volunteer.ge-ის საშუალებით ჩაერთვება მოხალისეობრივ  აქტივობაში.

პროექტი  ძირითადად მოიცავს  კოგნიტურ და  პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლებიც ეფუძნება ჩვენ მიერ მიწოდებულ თეორიულ  ცოდნას.  კონკრეტულად, ,,ხმა პანკისელი ქალის!” ფარგლებში ტარდება  ტრენინგები, ვორქშოფები და მოხალისეობრივი კონკურსები. ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფებსა, მოხალისეობრივ ორგანიზაციებსა და ქალთა თემს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ღონისძიებების ჩატარებისას მოწვეულები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საბოლოდ, პროექტი ,,ხმა პანკისელი ქალისა!”  გათვლილია არამხოლოდ მოკლევადიან მიზნებზე,  არამედ იგი ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მიზნების მიღწევას: წაახალისებს პანკისელი ქალების ჩართულობას მოხალისეობრივ საქმიანობაში (შემდგომში კი თავდავე გააძლიერებენ მოხალისეთა თემს), დაეხმარება პროექტის მონაწილეებს პიროვნულ განვითარებაში და გააძლიერებს მათ თვითრწმენას.

აღნიშნული პროექტი ჩვენში გაზრდის მოტივაციას, რომ მოხალისეობრივად კიდევ უფრო მეტ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს ავუმაღლოთ ცნობიერება და განუვითაროთ პრაქტიკული უნარები.

ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
„პროექტის განხორციელება პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ავუმაღლოთ ცნობიერება მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნების განხორციელება.  გარდა
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
Skip to content