განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა მოხალისეობის ფორუმზე მოხალისეობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა

2022 წლის 15 მარტს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის (STAR)“ გუნდის წარმომადგენლებმა ქუთაისიში, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მოხალისეობის ფორუმზე მიიღეს მონაწილეობა. ფორუმში ახალგარდები, ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

EDEC-ის წარმომადგენლებმა ღონისძიების  მონაწილეებს პროექტის ფარგლებში მოხალისეობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები წარუდგინეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. პანელურ დისკუსიაში პროექტის მოხალისეობრივი საქმიანობების კოორდინატორმა მოხალისეობის მნიშვნელობზე ისაუბრა.

ფორუმი ორგანიზებული იყო სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ მიერ, პროექტის „ახალგაზრდებში მოხალისეობის იდეის პოპულარიზების პროგრამა“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content