გორელი მზარეულის წარმატების ისტორია

გორში მცხოვრები ერასტი არჩვაძე უკვე 4 თვეა, რაც გორში რესტორანში “თევზის სახლი” მზარეულის პოზიციაზეა დასაქმებული. მან მზარეულის პროფესია გასულ წელს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ განხორციელებული მზარეულის დუალური პროგრამის ფარგლებში შეისწავლა.

“ეს იყო 6 თვიანი პროგრამა. სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების შემდეგ სტაჟირება რესტორანში “რანჩო ვარიანი” გავიარე” – აღნიშნავს ერასტი.

ერასტის ყოველთვის ჰქონდა კულინარიის მიმართ მაღალი ინტერესი. როგორც თავად გვიყვება, თავდაპირველად სპორტსმენის პროფესია აირჩია და წლების განმავლობაში მკაცრად იცავდა ჯანსაღი კვების რეჟიმს. სწორედ ამ რეჟიმმა მისცა მოტივაცია მოემზადებინა მრავალფეროვანი ჯანსაღი კერძები. როდესაც მზარეულის პროგრამის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა ხელიდან არ გაეშვა ეს შანსი და პროფესიულ დონეზე შეესწავლა მზარეულის საქმიანობა. დაეუფლა როგორც ქართული, ისე ევროპული კერძების მომზადების ტექნოლოგიებს.

“ძალიან მომწონს აქ მუშაობა, იდეალური გარემოა იდეალური თანამშრომლებით. თევზით სხვადასხვა კერძს ვამზადებ, ხშირად მივმართავ ექსპერიმენტებს, სხვადასხვა სანელებლის გამოყენებით ახალ გემოებს ვქმნი. ჯერჯერობით ეს გარემო ძალიან მაკმაყოფილებს, სრული თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობა მაქვს” – აღნიშნავს ახალგაზრდა მზარეული.

მზარეულის დუალური პროფესიული გადამზადების სასწავლო პროგრამა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, 2018-2020 წლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
2022 წლის 24 მაისს, გურიაში, ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ პროექტის ,,ისწავლე დასაქმებისთვის’’ მიმდინარე შედეგების
10 მაისს, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (EDEC) თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან ერთად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა
ლაშა ტარუაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად  გორში, სასტუმრო ,,ლაქი”– ში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობს. ყველაფერი კი ასე დაიწყო. დასაქმების ცენტრის შესახებ მან მეგობრისგან
Skip to content