„გორვეტი“ – ორი მეგობრის მიერ გორში შექმნილი ინოვაციური ბიზნესი

„გორვეტი“ ინოვაციური ვეტერინარული კლინიკა და ზოოაფთიაქია, რომელიც გორში ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური პროგრამის ორმა კურსდამთავრებულმა – გურამ ხოდელმა და ნონა კერესელიძემ ერთობლივად შექმნეს.

ახალგაზრდებისთვის კორონავირუსის პანდემია დაბრკოლების ნაცვლად ახალი ბიზნესიდეების წყარო აღმოჩნდა. დაწესებული გადაადგილების შეზღუდვების შემდეგ, მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ გორში არ არსებობდა კლინიკა, რომელიც შინაურ ცხოველებს და მათ მფლობელებს ვეტერინარული სერვისებით მოკლე დროში ადგილზევე, სახლში უზრუნველჰყოფდა.

„გორვეტი 2021 წლის 6 აპრილს დავაარსეთ. გვაქვს როგორც ვეტაფთიაქი, ისე ჰიგიენის საშუალებები, საკვები და აქსესუარები. ჩვენი საოპერაციო ნაწილი კი მოიცავს თერაპიას, კონსულტაციას, ქირურგიულ ოპერაციას და ვაქცინაციას“ – აღნიშნავს ნონა.

ახალგაზრდებმა ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალურ პროგრამაში 2020 წელს მიიღეს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ორივეს ჰქონდა ცოდნა და გამოცდილება, გადაწყვიტეს პროგრამაში ჩართვა და კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული სამუშაოების დროს, გურამს და ნონას ერთად მოუწიათ ოპერაციის ჩატარება. სწორედ ამ ოპერაციის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ წამოეწყოთ საერთო ბიზნესი.

„პროგრამა საკმაოდ კარგი მოტივაცია იყო რომ საკუთარი ბიზნესი დაგვეწყო. შევიძინეთ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რამაც მეტი თავდაჯერებულობა შეგვძინა. კურსის დასრულების შედეგ, EDEC-მა სამედიცინო გინეკოლოგიური და ქირურგიული იარაღები გადმოგვცა, რაც დღეს ძალიან გვეხმარება ჩვენს საქმიანობაში. ვფიქრობ ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ სხვა ადგილობრივი ვეტაფთიაქებისგან განსხვავებით, ვმუშაობთ ფართო პროფილზე არამხოლოდ გორში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებშიც და გვაქვს მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი, მოქნილი სერვისი – ვმუშაობთ როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით“ – აღნიშნავს გურამი.

ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, 2018-2020 წლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content