ევროკავშირის მხარდაჭერით გორში გამართულ დასაქმების ფორუმზე ასობით სამუშაოს მაძიებელს დასაქმების შესაძლებლობა მიეცა

20 მაისს, ქალაქ გორში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელზეც 320–ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს დასაქმების შესაძლებლობა მიეცა.

ფორუმზე შიდა ქართლში არსებულმა 38–მა კომპანიამ 330–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები კვების, წარმოების, სამშენებლო, საბანკო, სავაჭრო და მომსახურების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

„ევროკავშირის პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ უკვე სამი წელია რაც საქართველოში ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს ერთი მხრივ, განათლების და ცოდნა–უნარების განვითარებას სხვადასხვა კატეგორიის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებისთვის ყველა აუცილებელი უნარ–ჩვევებით მათ უზრუნველყოფას,“ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ყოჩიშვილმა.

„პროექტი „ისწავლე დასაქმებისთვის“, რომელიც ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, უკვე ექვს თვეზე მეტია საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლში მიმდინარეობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან და არასამთავრობო ორგანიზაებთან თანამშრომლობით შედგა დღევანდელი დასაქმების ფორუმი. ფორუმს წინ უძღვოდა მოსამზადებელი სამუშაოები, რაც თავის მხრივ გულისხმობდა სამუშაოს მაძიებლების დახმარებას CV-ს შედგენაში, გასაუბრების ტექნიკის სწავლებას და კონსულტაციას. ზოგადად თუ შევხედავთ ჩვენს წინარე გამოცდილებას, ასეთი ტიპის დასაქმების ფორუმები ძალიან შედეგიანია, იმიტომ რომ ის იძლევა დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ყოველგვარი ფორმალური ბარიერების გარეშე პირდაპირი კავშირების დამყარების შესაძლებლობას,“ განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლია კილაძემ.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), მიმდინარე პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღის მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული და
25 წლის ანა ბენდელიანმა სასურველი სამსახური, „ისწავლე დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისის დასაქმების ცენტრის დახმარებით იპოვა. ანამ აფხაზეთის ა/რ N5 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა
ვაკანსიის დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2021 წლის
Skip to content