დასაქმების კონსულტანტებს კარიერული ქოუჩინგის ტრენინგი ჩაუტარდათ

განვითარების პლატფორმამ “Home • სახლი”, “ინსტიტუციური და შესაძლებლობების  განვითარების ცენტრის“ (ICDC) მხარდაჭერით, კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების სერვის ცენტრების წარმომადგენლებისათვის ონლაინ ტრენინგ–კურსი „კარიერული ქოუჩინგი“ გამართა.

ტრენინგს, რომელიც  მიზნად ისახავდა დასაქმების კონსულტანტების ინფორმირებას კარიერული კონსულტირების პროცესში ქოუჩინგის არსის, მნიშვნელობის და მისი გამოყენების შესახებ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), აჭარის დასაქმების სააგენტოს (EAARA) და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგ–კურსი ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ტრენერმა კურსის მონაწილეებთან ერთად განიხილა პრაქტიკული მაგალითები. შედგა მსჯელობა და დისკუსია სამუშაოს მაძიებელთან მუშაობის პროცესის გაუმჯობესებასა და გუნდურ მუშაობაზე. დასაქმების კონსულტანტებმა ქოუჩინგის სადემონსტრაციო სავარჯიშოები შეასრულეს, რაც მათ ქოუჩინგის საბაზისო ტექნიკებისა და მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებაში დაეხმარებათ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, საქართველოს 6 რეგიონში ფუნქციონირებს „დასაქმების ცენტრი“, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს კარიერული განვითარების და დასაქმების სერვისებს.

პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content