ბათუმში დასაქმების ფორუმის ორგანიზებაში ახალგაზრდა მოხალისეები ჩაერთვნენ

15 ივნისს ქალაქ ბათუმში მასშტაბური დასაქმების ფორუმის ორგანიზებასა და განხორციელებაში თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოხალისეობრივად მიიღეს მონაწილეობა.
მოხალისეების დახმარებით შესაძლებელი გახდა ფორუმზე მოსული სამუშაოს მაძიებლების ნაკადის მართვა, COVID-19 რეგულაციების დაცვა და მონაწილეების ინფორმირება.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ მოხალისე ახალგაზრდებს გაწეული შრომისთვის და წარმატებები ვუსურვოთ სამომავლო საქმიანობაში.
დასაქმების ფორუმი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით გამართეს. ფორუმზე აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართა.
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content